ამირან გამყრელიძე "სინოფარმის" ვაქცინით პირდაპირ ეთერში აიცრა
img
  • 04 მაისი, 2021 10:02


ამირან გამყრელიძე "სინოფარმის" ვაქცინით პირდაპირ ეთერში აიცრა

ფონტის ზომა

TT




ამირან გამყრელიძე covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელმა ჩინური „სინოფარმი“ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაიკეთა.

„სინოფარმით“ ვაქცინაცია საქართველოში 18 წელს ზემოთ მსურველ მოქალაქეებს შეუძლიათ. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში უკვე აცრილია 45 000 მოქალაქეზე მეტი.

 27 აპრილიდან დღემდე „სინოფარმით“ აცრის სურვილი 15 ათასამდე მოქალაქემ გამოთქვა. საერთო ჯამში, ქვეყანაში ამ ეტაპზე "სინოფარმის" 100 000 დოზაა შემოტანილი.