ამირან გამყრელიძე: „სინოფარმი“ ე. წ. ტრადიციული ტექნოლოგიით არის დამზადებული, ბევრს ამ ტექნოლოგიით ბავშვობის პერიოდში აცრები გაკეთებული გაქვთ
img
  • 04 მაისი, 2021 10:47


ამირან გამყრელიძე: „სინოფარმი“ ე. წ. ტრადიციული ტექნოლოგიით არის დამზადებული, ბევრს ამ ტექნოლოგიით ბავშვობის პერიოდში აცრები გაკეთებული გაქვთ

ფონტის ზომა

TT




„სინოფარმი“ ე. წ. ტრადიციული ტექნოლოგიით არის დამზადებული, ბევრს ამ ტექნოლოგიით ბავშვობის პერიოდში აცრები გაკეთებული გაქვთ“ ,- განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

„სიმბოლურია, რომ დღეს პირველად ვიცრები ახალი ვაქცინით. მესამე ვაქცინაა, რომელიც ინერგება ქვეყანაში. „სინოფარმი“,  საკმაოდ აპრობირებული ვაქცინაა. ამ ვაქცინით აცრები 45 ქვეყანაში მიმდინარეობს. 200 მილიონი დოზა უკვე არის ადმინისტრირებული ჩინეთსა და მთელს მსოფლიოში. მოგეხსენებათ, ჩვენთან აპრილში შემოვიდა 100 ათასი დოზა და დღეიდან იწყება აცრები.

სიმბოლურია, რომ აცრა ჩავიტარე ჩემს „ალმამატერში“. . მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ ექიმს, რომელიც აქ მუშაობს, მათთან ერთად გავიზარდე, ჩამოვყალიბდი ექიმად, მეცნიერად, ეს სივრცე ჩემთვის მნიშვნელოვანია, აქ გავატარე 25 წელი, ჩემი ექიმობის ყველაზე კარგი პერიოდი და მიხარია, რომ დღეს სწორედ პირველი აცრა აქ გავიკეთე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძე „ჩინური „სინოფარმის“ ვაქცინით პირდაპირ ეთერში რესპუბლიკურ საავადმყოფოში დღეს აიცრა.