მიმდინარე კვირაში ვაქცინაციის პროცესში მთავრობისა და პარლამენტის წევრები ჩაერთვებიან
img
  • 04 მაისი, 2021 13:13


მიმდინარე კვირაში ვაქცინაციის პროცესში მთავრობისა და პარლამენტის წევრები ჩაერთვებიან

ფონტის ზომა

TT




საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მიმდინარე კვირაში ვაქცინაციის პროცესში  მთავრობისა და პარლამენტის წევრები ჩაერთვებიან. როგორც საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, ამავე პროცესში სხვა პრიორიტეტულ ჯგუფებს დაემატებიან ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორში დასაქმებული პირები, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები და კონტროლიორები.