გურამ მაჭარაშვილი: ნიკა მელია მიხვდა, რომ იქიდან გმირად ვერ გამოვა
img
  • 04 მაისი, 2021 13:41


გურამ მაჭარაშვილი: ნიკა მელია მიხვდა, რომ იქიდან გმირად ვერ გამოვა

ფონტის ზომა

TT




„ნიკა მელია ორ თვეზე მეტი ვადით იმყოფება ციხეში და როგორც ჩანს, ის მიხვდა, რომ იქიდან გმირად ვერ გამოვა” ,- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა.

„ასევე, მან, თავისი თანხმობით გირაოზე, მოუწოდა ყველას დ,ა პირველ რიგში, რადიკალურ ფრთას, რომ მისი პრინციპი - რომ არ გადაიხდიდა და ვერ დაიჭირეს - არ შედგა; ასევე, მეორე პრინციპი - რომ არ გადაიხდიდა და ისე გამოვიდოდა ციხიდან - ესეც ვერ შედგა. შესაბამისად, მისი ეს აღიარება ნიშნავს იმას, რომ საქართველოში სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ გალაშქრება არავინ უნდა გაბედოს.
რაც ყველაზე მთავარია, ის მიხვდა, რომ ამერიკელი და ევროპელი მეგობრების კომენტარები მის საკითხთან დაკავშირებით ნიშნავდა იმას, რომ პერსონალურად მისი გადასაწყვეტი იყო, რას გააკეთებდა ციხიდან გამოსვლის თაობაზე.

დიპლომატიურ ენას სახალხო ენაზე თუ გადავთარგმნით, მათი განცხადებები ნიშნავდა, რომ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ნიკა მელია ციხიდან გამოსულიყო და ახლა რაც უნდოდა, ის ექნა - ასეთი იყო ევროკავშირისა და აშშ-ის პოზიცია. ამიტომ მან დაინახა, რომ ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც მისი ინტერესი განულებული იყო", - განაცხადა მაჭარაშვილმა.