დევნილთა სააგენტო, წლის ბოლომდე, 500-ზე მეტ ოჯახს თბილისში ბინას გადასცემს
img
  • 08 მაისი, 2021 12:39


დევნილთა სააგენტო, წლის ბოლომდე, 500-ზე მეტ ოჯახს თბილისში ბინას გადასცემს

ფონტის ზომა

TT




„წლის ბოლომდე, თბილისში ახალაშენებულ კორპუსებში ბინას, ჯამში, 500-ზე მეტ დევნილ ოჯახს გადავცემთ",-განაცხადა დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა.

მან თბილისში, მენაშენეების პროექტის ფარგლებში, იძულებით გადაადგილებული ოჯახების განსახლების მიზნით შესყიდული საცხოვრებელი ფართები მოინახულა და ვითარებას ადგილზე გაეცნო. 

" სამშენებლო კომპანიისგან მივიღეთ დაპირება, რომ 260-ვე ბინა, უახლოეს მომავალში, ორ ნაწილად, მაისისა და ივნისის თვეებში ჩაგვბარდება. ამ პროცესს ყოველდღიურ რეჟიმში გავაკონტროლებთ“, - განაცხადა სიმონიშვილმა.