პრემიერი: ყველას ვალია, დავაფასოთ გმირი ვეტერანები და პატივი მივაგოთ მათ, ვინც თავი გასწირა ამ დიდ ომში
img
  • 09 მაისი, 2021 10:47


პრემიერი: ყველას ვალია, დავაფასოთ გმირი ვეტერანები და პატივი მივაგოთ მათ, ვინც თავი გასწირა ამ დიდ ომში

ფონტის ზომა

TT




საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, „ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში“, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ყველას ვალია, დავაფასოთ გმირი ვეტერანები და პატივი მივაგოთ მათ, ვინც თავი გასწირა ამ დიდ ომში.

„დღეს ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავია. პირველ რიგში, მინდა, ჩვენს გმირ ვეტერანებს მივულოცო ეს დიდებული დღე, ეს არის უდიდესი გამარჯვების დღე, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ჩვენმა გმირმა ქართველებმა, ვეტერანებმა. მინდა, მათ წინაშე კიდევ ერთხელ დიდი პატივისცემა დავადასტურო, ასევე ქედი მოვიხარო მათ წინაშე, ვინც თავი გაწირა ამ დიდი გამარჯვების მისაღწევად. მოგეხსენებათ, ქართველებმა ძალიან დიდი წვლილი შევიტანეთ ამ დიდი გამარჯვების მოპოვებაში და ფაშიზმზე გამარჯვებაში", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 76 წელი გავიდა. მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან 700 000 ადამიანი წავიდა, აქედან ნახევარი, უკან არ დაბრუნებულა. 1945 წლის 8 მაისს, გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, 9 მაისი კი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.