ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები ევროპის დღეს ზეიმობენ
img
  • 09 მაისი, 2021 12:31


ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები ევროპის დღეს ზეიმობენ

ფონტის ზომა

TT




დღეს ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები ევროპის დღეს ზეიმობენ, რომელიც ევროპაში მშვიდობასა და ერთობას აღნიშნავს. 1950 წლის 9 მაისს შემუშავებულმა საფრანგეთის იმჟამინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის რობერტ შუმანის დეკლარაციამ საფუძველი ჩაუყარა გაერთიანების შექმნას, რომელიც დღეს 27 წევრ სახელმწიფოს და 450 მილიონამდე ადამიანს აერთიანებს.

დღეს ასევე აღინიშნება ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული მჭიდრო ურთიერთობი. საქართველოში 2021 წლის ევროპის დღის თემაა "ევროკავშირთან ერთად უფრო ძლიერები ვართ", რაც ხაზს უსვამს ევროკავშირისა და საქართველოს ხანგრძლივ პარტნიორობას, საერთო ღირებულებებსა და სოლიდარობას, განსაკუთრებით COVID-19 კრიზისის პირობებში.

 ქვეყანაში აკრედიტირებულმა 19 ქვეყნის დიპლომატმა ერთობლივი მიმართვა გაავრცელეს, სადაც აღნიშნავენ, რომ ევროკავშირთან საქართველოს მჭიდრო, სტაბილური და წარმატებული ურთიერთობა აკავშირებს. ელჩებმა მიმართვაში საქართველოს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოთქვეს და აღნიშნეს, რომ მზად არიან ქვეყანას კიდევ უფრო მეტად დაეხმარონ პანმდემიის წინააღმდეგ ბრძოლასა და ყველა სფეროს განვითარებაში.