საქართველოში COVID-19-ის 549 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 24 ადამიანი
img
  • 10 მაისი, 2021 10:47


საქართველოში COVID-19-ის 549 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 24 ადამიანი

ფონტის ზომა

TT




საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 549-ით გაიზარდა და საერთო რიცხვი 322 468 გახდა. გარდაიცვალა კიდევ 24 ადამიანი.

გამოჯანმრთელდა 1439 პაციენტი. განკურნებულთა რაოდენობა სულ 302 428-ს შეადგენს

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 69 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 4481 ადამიანი გადის. კოვიდსასტუმროებში 784 მოქალაქე იმყოფება.

ქვეყანაში COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა 4305 -ს შეადგენს.