შალვა პაპუაშვილი: "კარგია, რომ ნიკა მელია დათანხმდა გირაოს მიღებას და ეს რამდენიმეთვიანი ეპოპეა დასრულდება"
img
  • 10 მაისი, 2021 11:33


შალვა პაპუაშვილი: "კარგია, რომ ნიკა მელია დათანხმდა გირაოს მიღებას და ეს რამდენიმეთვიანი ეპოპეა დასრულდება"

ფონტის ზომა

TT




„გვახსოვს მისი და „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებები, რომ ვერ დაიჭერდნენ, - დაიჭირეს; რომ არ მიიღებდა არანაირ გირაოს და ყველა მტერი და „ეფესბეს“ აგენტი იქნებოდა, ვინც ამ გირაოს გადაიხდიდა. დღეს ვხედავთ, რომ მადლობებს უხდიან ევროკავშირს“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა პაპუაშვილმა ნიკა მელიასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, მისასალმებელია, რომ ნიკა მელიამ გონივრული გადაწყვეტილება მიიღო.

"კარგია, რომ საბოლოო ჯამში, ნიკა მელია დათანხმდა გირაოს მიღებას და ეს რამდენიმეთვიანი ეპოპეა, რომელიც მისი პოლიტიკურ ტანჯულად გამოცხადების უშედეგო მცდელობა იყო, ამით დასრულდება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის: თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას პროცესი 16:00 საათზე ჩაინიშნა.