საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ მიერ აღდგენილი ოზურგეთის თეატრი პრემიერით გაიხსნა
img
  • 14 მაისი, 2021 17:19


საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ მიერ აღდგენილი ოზურგეთის თეატრი პრემიერით გაიხსნა

ფონტის ზომა

TT




"ოზურგეთს ამშვენებს ეს უნიკალური თეატრი, ეს სილამაზე. დიდებული თეატრი გარემონტდა ბატონი ბიძინა ივანიშვილის უშუალო დაფინანსებით და ფონდ "ქართუს" დაფინანსებით",- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოზურგეთის თეატრის გახნის ცერემონიაზე. 

ცნობისთვის: წლების განმავლობაში ამორტიზებულ ისტორიულ შენობას სრული რეაბილიტაცია საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით ჩაუტარდა, რისთვისაც 20 მილიონი ლარი დაიხარჯა. 

ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიულმა სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა 153-ე სეზონი ახლად რეაბილიტირებულ შენობაში, ვასილ ჩიგოგიძის სპექტაკლის - „მონატრება-ნუ გააღვიძებ“ - პრემიერით გახსნა.