როგორ გაშენდა შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი - POSTV-ის ექსკლუზიური ვიდეოკადრები
  • 15 ივლისი, 2020 14:22


როგორ გაშენდა შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი - POSTV-ის ექსკლუზიური ვიდეოკადრები

ტელეკომპანია POSTV-ი შეკვეთილის დენდროლოგიური პარკის გაშენების პროცესის ექსკლუზიურ ვიდეომასალას გთავაზობთ. 

პარკი ვიზიტორებს დღეიდან - 15 ივლისიდან იღებს. შესვლა უფასოა.

დენდროლოგიური პარკი 60 ჰექტარზეა გაშენებული. მის ტერიტორიაზე მსოფლიოს ყველა კონტინენტის 58 სახეობის ფრინველი ბინადრობს.

თავისი მასშტაბით, მცენარეთა უნიკალური და მრავალფეროვანი კოლექციითა და ორიგინალური განაშენიანებით, პარკი სრულიად გამორჩეულია მთელ რეგიონში.

რეგიონში ცნობილი ბათუმისა და თბილისის ბოტანიკური ბაღების შემდეგ, შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი საქართველოს კიდევ ერთი სავიზიტო ბარათი იქნება.