კეზერაშვილმა გახარიას პარტიას უკვე მილიონზე მეტი დაახარჯა
img
  • 03 ივნისი, 2021 09:40


კეზერაშვილმა გახარიას პარტიას უკვე მილიონზე მეტი დაახარჯა

ფონტის ზომა

TT




გიორგი გახარიას პარტიის ხარჯები უკვე მილიონს გასცდა. ინფორმაციას "ONGO.GE" ავრცელებს.

ონლაინ გამოცემის  სტატიის ავტორი სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ გიორგი გახარიას პარტიის მხოლოდ ყრილობა დავით კეზერაშვილს 150 000 ლარამდე  დაუჯდა.  მათივე ინფორმაციით, კეზერაშვილი ამ დროისთვის გახარიას "პიარშიკების" თანხას, ხელფასებს, "ფეისბუკის" ბუსტის ფულს, ოფისების ქირისა და სხვა მიმდინარე ხარჯებს უფინანსებს. ჯერ-ჯერობით უცნობია, თანხის რა ლიმიტი აქვს გამოყოფილი კეზერაშვილს გახარიასთვის.