საქართველოში COVID-19-ის 705 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 14 ადამიანი
img
  • 10 ივნისი, 2021 10:57


საქართველოში COVID-19-ის 705 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 14 ადამიანი

ფონტის ზომა

TT




საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 705-ით გაიზარდა და საერთო რიცხვი 351 954 გახდა. გარდაიცვალა კიდევ 14 ადამიანი.

გამოჯანმრთელდა 1128 პაციენტი. განკურნებულთა რაოდენობა სულ 337 023-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 38 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 3230 ადამიანი გადის. კოვიდსასტუმროებში 594 მოქალაქე იმყოფება.

ქვეყანაში COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა 4996-ს შეადგენს.