საქართველოში COVID-19-ის 705 ახალი შემთხვევიდან 380 თბილისში, 59 კი იმერეთში გამოვლინდა
img
  • 10 ივნისი, 2021 11:02


საქართველოში COVID-19-ის 705 ახალი შემთხვევიდან 380 თბილისში, 59 კი იმერეთში გამოვლინდა

ფონტის ზომა

TT




მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოში COVID-19-ის 705 ახალი შემთხვევიდან 380 თბილისში, 59-იმერეთში, 39 კი აჭარაში გამოვლინდა.

რაც შეეხება ინფიცირების სხვა შემთხვევებს, უწყების ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთში დაფიქსირდა 78, ქვემო ქართლში - 55, შიდა ქართლში - 16, კახეთში - 41, გურიაში - 18, მცხეთა-მთიანეთში - 11, სამცხე-ჯავახეთში - 3, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 5.

ცნობისთვის: ქვეყანაში COVID-19-ის 351 954 დადასტურებული შემთხვევაა.