თალაკვაძე: "ოპოზიციური პარტიები უკვე პარლამენტში არიან, შესაბამისად, ვერ ექნებათ პრეტენზია, რომ დაფინანსების შესახებ კანონპროექტი მათ წინააღმდეგაა მიმართული"
img
  • 10 ივნისი, 2021 12:53


თალაკვაძე: "ოპოზიციური პარტიები უკვე პარლამენტში არიან, შესაბამისად, ვერ ექნებათ პრეტენზია, რომ დაფინანსების შესახებ კანონპროექტი მათ წინააღმდეგაა მიმართული"

ფონტის ზომა

TT




„ვენეციის კომისიის თანხმობით და მათთან კონსულტაციებით, ჩვენ პარტიების დაფინანსების წესზე გავაკეთეთ ძალიან დემოკრატიული რეფორმა, კერძოდ, შემოვიღეთ პარტიების დაფინანსების გამჭვირვალე და სამართლიანი წესი, რომელსაც ეთანხმებოდნენ ოპოზიციური პარტიები. ეს მათთან ერთად მოხდა“, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ პარტიების დაფინანსების სისტემასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ამ თემაზე კითხვის ნიშნები აღარ არსებობს.

მისივე თქმით, დღეს დაფინანსების სისტემა გამჭვირვალეა.  

„დაფინანსების ახალ წესში პარტიული დაფინსება მიბმულია ბარიერზე, შესაბამისად, ამ კუთხით აქ არაფერი იცვლება.

პოლიტიკური პარტიები, რომლებზეც ვენეციის კომისია მიუთითებდა, უკვე პარლამენტში არიან, შესაბამისად, ამ პოლიტიკურ პარტიებს ვერ ექნებათ პრეტენზია, რომ ეს კანონპროექტი კონკრეტულად მათ წინააღმდეგ არის მიმართული. ჯამში, კანონპროექტის იდეა გახლავთ, ერთი მხრივ, ის, რომ მოქალაქეების გადასახადები დაიხარჯოს ზუსტად იმისთვის, რისთვისაც მოქალაქეებმა გადაწყვიტეს ამ დაფინანსების გამოყოფა, სისტემის სტაბილიზაცია და პოლიტიკური პასუხისმგებლობის დონე, როგორც თამაშის წესი, განისაზღვროს ჩვენს პოლიტიკურ სპექტრში“, - განაცხადა თალაკვაძემ.