თამარ კორძაიამ დეპუტატის მანდატის შეწყვეტის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელზე უარი თქვა
img
  • 10 ივნისი, 2021 13:34


თამარ კორძაიამ დეპუტატის მანდატის შეწყვეტის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელზე უარი თქვა

ფონტის ზომა

TT




"ერთი სიტყვით, ნება შეიცვალა არშესვლასთან დაკავშირებით, რის გამოც უარს ვამბობ სარჩელზე და გთხოვთ, შეწყვიტოთ წარმოება",-განაცხადა დეპუტატმა თამარ კორძაიამ  დეპუტატის მანდატის შეწყვეტასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელის განხილვის სხდომაზე. 

"მე 31 მაისს მოვაწერე ხელი და ეს ხელმოწერა ნიშნავს, რომ უნდა შევიდე პარლამენტში და ვიმუშაო. ეს გარემოებები მაიძულებს, არ ვიყო დესტრუქციული, არ ვიყო არაკონსტრუქციული ჩემს კოლეგებთან მიმართებით და ის პასუხისმგებლობა, რაც ავიღეთ, მავალდებულებს, ვიმუშაო პარლამენტში", - აღნიშნა კორძაიამ.

შეგახსენებთ, რომ "ქართულმა ოცნების" უმრავლესობამ პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებები სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე არ დააკმაყოფილა. დეპუტატებმა: ზურაბ ჯაფარიძემ, ელენე ხოშტარიამ და თამარ კორძაიამ პარლამენტის შესაბამისი დადგენილება საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს.

მომჩივან პირებს სარჩელის უკან გატანა შეუძლიათ.