პრემიერი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს დაარსებიდან 91-ე წლისთავს ულოცავს
img
  • 10 ივნისი, 2021 14:05


პრემიერი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს დაარსებიდან 91-ე წლისთავს ულოცავს

ფონტის ზომა

TT




პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილკი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დაარსებიდან 91-ე წლისთავთან დაკავშირებით მილოცვის ტექსტს აქვეყნებს.

"სამედიცინო უნივერსიტეტი დაარსების დღიდან იყო საქართველოში უმაღლესი სამედიცინო განათლებისა და მედიცინის მეცნიერებების განვითარების მთავარი კერა და ამ ტრადიციას დღემდე აგრძელებს.

პანდემიამ ნათლად გამოაჩინა, რამდენად მნიშვნელოვანია, ქვეყანას ჰყავდეს მაღალპროფესიონალი სამედიცინო პერსონალი. სწორედ ასეთ კადრს ამზადებს სამედიცინო უნივერსიტეტი და ამაყობს კიდეც თავისი აღზრდილი ექიმებით. მეტიც, პანდემიის პერიოდში განსაკუთრებული თავდადება გამოიჩინა არა მხოლოდ მოქმედმა სამედიცინო პერსონალმა, არამედ უნივერსიტეტიდან ასაკის გამო გასულმა ღვაწლმოსილმა აკადემიურმა საზოგადოებამ, ასევე სტუდენტებმა, რომლებიც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ღირებულებებითა და წინა თაობების მაგალითებით იზრდებიან.

კიდევ ერთხელ ვულოცავ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს, ყველა თანამშრომელს, კურსდამთავრებულსა და სტუდენტს უნივერსიტეტის დაარსებიდან 91-ე წლისთავს. მადლობას ვუხდი თითოეულ მათგანს თავდადებული შრომისთვის და ვუსურვებ წარმატებულ პროფესიულ საქმიანობას“, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის მილოცვაში.