თურნავა: "მნიშვნელოვანია, რომ დიალოგის გზით შეთანხმება შედგა და შუქრუთელებმა შიმშილობა შეწყვიტეს"
img
  • 10 ივნისი, 2021 14:24


თურნავა: "მნიშვნელოვანია, რომ დიალოგის გზით შეთანხმება შედგა და შუქრუთელებმა შიმშილობა შეწყვიტეს"

ფონტის ზომა

TT




"მინდა გამოვეხმაურო სასიხარულო ინფორმაციას - რამდენიმე საათის წინ შუქრუთელმა მოშიმშილეებმა, რომლებიც 110 დღის განმავლობაში პროტესტს გამოთქვამდნენ, შიმშილობის აქცია შეწყვიტეს. ისინი კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ მენეჯმენტთან შეთანხმდნენ. მნიშვნელოვანია, რომ ამ სენსიტიურ საკითხზე შეთანხმება შედგა სწორედ დიალოგის გზით და მხარეებმა ინტერესები მოლაპარაკების მაგიდასთან შეაჯერეს", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ. 

„ყველა ჩვენგანის საერთო ინტერესია, დაცულ იქნას შეთანხმების ყველა პირობა, რადგან ამაზეა დამოკიდებული როგორც ჩვენი შუქრუთელი მოქალაქეების უსაფრთხო ცხოვრებასთან, ისე ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ექსპორტიორი საწარმოს შემდგომ საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები", - განაცხადა მინისტრმა.