საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ლიეტუვის პრეზიდენტი ეწვია
img
  • 10 ივნისი, 2021 15:12


საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ლიეტუვის პრეზიდენტი ეწვია

ფონტის ზომა

TT




საქართველოს ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა ეწვია.

საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ლიეტუვის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა - დავით ზალკალიანმა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა.

ვიზიტის ფარგლებში, ლიეტუვის პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს პრეზიდენტ  სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან და საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან.