ანრი ოხანაშვილი: ლეგიტიმურია, რომ პარტიას, რომელიც საბოტაჟს უცხადებს საკანონმდებლო ორგანოს, დაფინანსება შეუწყდეს
img
  • 10 ივნისი, 2021 16:10


ანრი ოხანაშვილი: ლეგიტიმურია, რომ პარტიას, რომელიც საბოტაჟს უცხადებს საკანონმდებლო ორგანოს, დაფინანსება შეუწყდეს

ფონტის ზომა

TT




"ლეგიტიმურია, რომ პარტიას, რომელიც ხალხის მანდატის განხორციელებასა და ამომრჩევლის ნების ფორმირებაზე უარს ამბობს და საბოტაჟს უცხადებს საკანონმდებლო ორგანოს, დაფინანსება შეუწყდეს. ჩვენ ვტოვებთ არჩევანის თავისუფლებას", - განაცხადა პლენარულ სხდომაზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.

მისივე თქმით, მსგავსი პრაქტიკა საზღვარგარეთაც არსებობს და პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტა აპრობირებული მექანიზმია.

ცნობისთვის: პარლამენტში „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული - მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საკანონმდებლო პაკეტის განხილვა მიმდინარეობს.