საქართველოში COVID-19-ის 695 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 16 ადამიანი
img
  • 11 ივნისი, 2021 10:55


საქართველოში COVID-19-ის 695 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 16 ადამიანი

ფონტის ზომა

TT




საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 695-ით გაიზარდა და საერთო რიცხვი 352 649 გახდა. გარდაიცვალა კიდევ 16 ადამიანი.

გამოჯანმრთელდა 797 პაციენტი. განკურნებულთა რაოდენობა სულ 337 820-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 38 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 3175 ადამიანი გადის. კოვიდსასტუმროებში 595 მოქალაქე იმყოფება.

ქვეყანაში COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა 5012-ს შეადგენს.