ფილიპ რიკერი: "ილია მეორეს გადავეცი ენტონი ბლინკენისა და ჯო ბაიდენის მოკითხვა, რომლებიც აფასებენ საქართველოს რელიგიურ ტრადიციებს"
img
  • 11 ივნისი, 2021 12:00


ფილიპ რიკერი: "ილია მეორეს გადავეცი ენტონი ბლინკენისა და ჯო ბაიდენის მოკითხვა, რომლებიც აფასებენ საქართველოს რელიგიურ ტრადიციებს"

ფონტის ზომა

TT




აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ რიკერი კათალიკოს-პარტიარქ ილია მეორეს შეხვდა. რიკერმა მას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის - ენტონი ბლინკენისა და პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მოკითხვა გადასცა. 

„მოხარული ვარ, რომ დღეს დილით მქონდა მის უწმინდესობასთან, ილია მეორესთან შეხვედრის შესაძლებლობა. ვისაუბრეთ, თუ რას ვაკეთებთ, - რომ ვცდილობთ სხვადასხვა მონუმენტისა და ღირსშესანიშნაობის რესტავრაციას. მის უწმინდესობას ასევე გადავეცი ენტონი ბლინკენისა და პრეზიდენტ ბაიდენის მოკითხვა, რომლებიც ასევე აფასებენ ამ ქვეყნის რელიგიურ ტრადიციებს. ვისაუბრეთ, რომ მართლმადიდებელი ეკლესია ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქართველოს საზოგადოებაში ქვეყნის სამომავლო ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერაში“, – განაცხადა რიკერმა.