ქადაგიშვილი: "პარტიების დაფინანსების კანონპროექტით ბოიკოტი არ იზღუდება. საქმე ეხება პარტიის წინააღმდეგობას დემოკრატიის პრინციპებთან"
img
  • 11 ივნისი, 2021 12:07


ქადაგიშვილი: "პარტიების დაფინანსების კანონპროექტით ბოიკოტი არ იზღუდება. საქმე ეხება პარტიის წინააღმდეგობას დემოკრატიის პრინციპებთან"

ფონტის ზომა

TT




„პარტიების დაფინანსების კანონპროექტი ძალაში 2022 წლიდან შევა. ოპოზიცია ხშირად ამბობს, - პოლიტიკური ბოიკოტის უფლება უნდა გვქონდესო. დიდი ხანია, რაც პოლიტიკური ბოიკოტი არსებობს რეგლამენტში და ბოიკოტის გამო არანაირი სანქცია არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ ეკისრება“, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა.

მისივე თქმით, ტერმინებით მანიპულირება მართებული არ არის.

„კანონპროექტით, საქმე ეხება იმას, რომ, როცა პოლიტიკური პარტია მანდატს მიზანმიმართულად არ იყენებს, ამომრჩევლის ნებას არ ასრულებს და ინსტიტუციების დანგრევას ეწევა... ევროპის საბჭოს შესაბამის რეზოლუციაშიც არის ეს ნახსენები, - როცა პარტია წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციასთან და დემოკრატიულ პრინციპებთან, ამ შემთხვევაში, ბიუჯეტის თანხა ვერ მოხმარდება ასეთი მიზნების განხორციელებას. სხვა უფლებები არანაირად არ იზღუდება“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.