სალომე ზურაბიშვილი: "ოკუპაციის კუთხით არათუ დეესკალაციის რამე ნიშანს ვხედავთ, არამედ პროვოკაციები გრძელდება"
img
  • 11 ივნისი, 2021 12:38


სალომე ზურაბიშვილი: "ოკუპაციის კუთხით არათუ დეესკალაციის რამე ნიშანს ვხედავთ, არამედ პროვოკაციები გრძელდება"

ფონტის ზომა

TT




„სამწუხაროდ, ოკუპაციის კუთხით არათუ ვხედავთ რამე ნიშანს დეესკალაციის, არამედ პირიქით, გრძელდება პროვოკაციები საოკუპაციო ხაზზე; გრძელდება ადამიანების გატაცებები. სამწუხაროდ, გახელაძის მაგალითი არის ასეთი", - განაცხადა  პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუვის პრეზიდენტთან - გიტანას ნაუსედათან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

ზურაბიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ლიეტუვის პრეზიდენტმა ისურვა და გუშინვე იმყოფებოდა საოკუპაციო ხაზთან, შეხვდა ადამიანებს და გაეცნო მათ მძიმე მდგომარეობას.

„საოკუპაციო ხაზზე მისვლა, ალბათ, ძალიან ბევრის მეტყველია და ჩვენს მეგობრებსა და სტუმრებს აჩვენებს, თუ რამდენად მძიმე და რთულია მდგომარეობა“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.