ლიეტუვის პრეზიდენტი: ლიეტუვა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებს
img
  • 11 ივნისი, 2021 12:57


ლიეტუვის პრეზიდენტი: ლიეტუვა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებს

ფონტის ზომა

TT




"ვუყურებ რა საქართველოს, მახსენდება ლიეტუვა, რომელიც, ასევე, თავის დროზე, ენერგიულად იღვწოდა ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობისკენ",- განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ საქართველოს პრეზიდენტთან - სალომე ზურაბიშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

"ლიეტუვა და საქართველო ერთმანეთისგან გეოგრაფიულად შორს არიან, თუმცა ძლიერი კავშირები აქვთ. პირველ რიგში, ღირებულებითი ხედვებით ძალიან ახლოს ვართ; ასევე, ჩვენ წინაშეა, სამწუხაროდ, საერთო გარე საფრთხეები. 

ჩვენი გზა არ იყო მარტივი და ცოტა ხანსგაგრძელდა, მაგრამ ყოველთვის ვიცოდით, რა იყო ჩვენი ტაქტიკური მიზანი და არ რჩებოდა არანაირი ეჭვი ჩვენს საზოგადოებაში. ასევე, ვხედავთ ასეთ მონდომებას ქართველ ხალხში. ამიტომ, პრეზიდენტთან ერთად ჩვენ ხელი მოვაწერეთ საერთო დეკლარაციას, რომელიც არა მარტო საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, არამედ  მის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას უჭერს მხარს.

გუშინ ვიყავი საოკუპაციო ხაზთან და შევხვდი ადგილობრივ მოსახლეობას. იქ ნამდვილად ჩანს ომის მტკივნეული შედეგები. ეს გამოწვევა არის ჩვენი და თქვენი. თავისუფლების საკითხი ისევ აქტუალურია. ლიეტუვა კვლავ უცხადებს საქართველოს პოლიტიკურ მხარდაჭერას ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ლიეტუვა მყარად იცავს ბუქარესტის შეთანხმებას და საქართველოს ნატო-ს გარდაუვალ ოჯახის წევრად ხედავს“, – აღნიშნა ნაუსედამ.