პაპუაშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ წინა ხელისუფლების მიერ არეული სამართლებრივი დავები მოიყვანა მწყობრში და წარმატებამდე მიიყვანა სტრასბურგის სასამართლოში"
img
  • 11 ივნისი, 2021 13:13


პაპუაშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ წინა ხელისუფლების მიერ არეული სამართლებრივი დავები მოიყვანა მწყობრში და წარმატებამდე მიიყვანა სტრასბურგის სასამართლოში"

ფონტის ზომა

TT




პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა  სტრასბურგის სასამართლოში მიმდინარე საერთაშორისო დავებზე ისაუბრა.

„სამწუხაროდ, წინა ხელისუფლებამ საერთაშორისო დონეზე ვერ შეძლო შესაბამისი წარმატების მიღწევა სამართლებრივი დავის თვალსაზრისით. სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ შეძლო ის, რომ იანვარში სტრასბურგის სასამართლომ გამოტანა გადაწყვეტილება, რითაც დაადასტურა, რომ ეს იყო რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ აგრესია და, სამართლებრივი შეფასებით, ოკუპაციის პირობებში ვიმყოფებით.

„ქართული ოცნება“ ისაა, ვინც წინა ხელისუფლების მიერ არეული სამართლებრივი დავები მოიყვანა მწყობრში და წარმატებამდე მიიყვანა სტრასბურგის სასამართლოში. დარწმუნებული ვარ, ასეთი საერთაშორისო დავები წარმატებით დასრულდება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ერთადერთი ბერკეტი იმისთვის, რომ რუსეთმა დეპორტირებულების საქმეზე კომპენსაცია გადაიხადოს, საერთაშორისო ზეწოლაა. დეპუტატი იმედოვნებს, რომ  სართაშორისო თანამეგობრობა რუსეთს სასამართლოს გადაწყვეტილების შეასრულებას აიძულებს. 

ცნობისთვის: სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს მეოთხე სახელმწიფოთაშორისი საჩივრის - ე.წ. განგრძობადი ოკუპაციის საქმეზე განხილვა განაახლა.