კონდოლიზა რაისი: "უკრაინამ და საქართველომ MAP-ი უნდა მიიღონ"
img
  • 11 ივნისი, 2021 14:37


კონდოლიზა რაისი: "უკრაინამ და საქართველომ MAP-ი უნდა მიიღონ"

ფონტის ზომა

TT




აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა განაცხადა, რომ უკრაინამ და საქართველომ ნატო-ს წევრობის სამოქმედო გეგმა (MAP) უნდა მიიღონ.

„მათთვის, ვინც ბუქარესტის სამიტში მონაწილეობდა, ყველაფერი ძალაში რჩება. ნატო-მ, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოების კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციამ, უკრაინა და საქართველო თავის რიგებში უნდა მიიღოს და მხარი დაუჭიროს MAP-ის მინიჭებას“, - აღნიშნა აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით გამართულ კიევის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.