შალვა პაპუაშვილი: ლიეტუვის პრეზიდენტის თქმით, პავილიონისის განცხადება ერთი დეპუტატის სამწუხარო პოზიციაა
img
  • 11 ივნისი, 2021 14:40


შალვა პაპუაშვილი: ლიეტუვის პრეზიდენტის თქმით, პავილიონისის განცხადება ერთი დეპუტატის სამწუხარო პოზიციაა

ფონტის ზომა

TT




„ლიეტუვის პრეზიდენტის თქმით, ჟიგიმანტას პავილიონისის განცხადება არ არის ლიეტუვის პოზიცია და ეს არის ცალკე, ერთი დეპუტატის ძალიან სამწუხარო მიდგომა, რომელიც მას აქვს და რაც ნამდვილად არ ემსახურება საქართველოსა და ლიეტუვას შორის მეგობრულ ურთიერთობას“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა  შალვა პაპუაშვილმა.

„იმედი მაქვს, რომ ლიეტუვის სეიმიც გამოეხმაურება მისი წევრის ასეთ დაუფიქრებელ განცხადებას“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის: ლიეტუვის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ განცხადა, რომ ის ბიძინა ივანიშვილთან პირად ომს აწარმოებს.