პრემიერი: "ძალიან პროდუქტიული შეხვედრა მქონდა საქართველოს დიდ მეგობარ და მოკავშირე გიტანას ნაუსედასთან"
img
  • 11 ივნისი, 2021 15:32


პრემიერი: "ძალიან პროდუქტიული შეხვედრა მქონდა საქართველოს დიდ მეგობარ და მოკავშირე გიტანას ნაუსედასთან"

ფონტის ზომა

TT




„ძალიან პროდუქტიული შეხვედრა მქონდა საქართველოს დიდ მეგობარ და მოკავშირე გიტანას ნაუსედასთან“, - აღნიშნა სოციალურ ქსელში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ლიეტუვის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ.

„განვიხილეთ საქართველოში მიმდინარე რეფორმები, ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე მიღწეული წინსვლა და სხვადასხვა სექტორში ლიეტუვა-საქართველოს თანამშრომლობის გაფართოებისთვის საჭირო შემდგომი ნაბიჯები“, - წერს ღარიბაშვილი „ტვიტერში“.