თურნავა: "ტურიზმის სექტორის აღდგენა ძალიან მაღალი ტემპით მიმდინარეობს"
img
  • 11 ივნისი, 2021 16:32


თურნავა: "ტურიზმის სექტორის აღდგენა ძალიან მაღალი ტემპით მიმდინარეობს"

ფონტის ზომა

TT




„უნდა გავითვალისწინოთ, რომ მსოფლიოში ჯერ კიდევ მძვინვარებს პანდემია. სხვადასხვა ქვეყანაში არსებობს საკუთარი მოქალაქეების უკან შეშვების სხვადასხვა წესი და ეს შემაფერხებელი ფაქტორია. მიუხედავად ამისა, აღდგენა მიდის ძალიან მაღალი ტემპით - 50%-ზე მეტით აღდგა ფრენები და გაიზარდა იმ ქალაქებისა და მიმართულებების რაოდენობა, საიდანაც ჩვენთან ტურისტები ავიარეისებით მოდიან“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, აპრილ-მაისში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 222.8%-ით გაიზარდა.