ირაკლი ზარქუა ხაზარაძეს: თბილისი როდის გიყვარდათ ბატონო მამუკა, როდესაც დედაქალაქს სთხოვდით, სატყეო ზონა სამშენებლო ზონად გადაგექციათ?
img
  • 11 ივნისი, 2021 19:40


ირაკლი ზარქუა ხაზარაძეს: თბილისი როდის გიყვარდათ ბატონო მამუკა, როდესაც დედაქალაქს სთხოვდით, სატყეო ზონა სამშენებლო ზონად გადაგექციათ?

ფონტის ზომა

TT




"წლების განმავლობაში მეგონა, რომ ბატონი ხაზარაძე იყო სიმართლის, კეთილსინდისიერი ბიზნესის, არაორმაგი სტანდარტის ეტალონი. ალბათ, ამისთვის მაინც ღირდა შემოსვლა პარლამენტში, რომ გამეგო ვინ ვინ არის", - განაცხადა  საპარლამენტო უმრავლესობის წევრმაირაკლი ზარქუამ. 

მან ცილისწამება უწოდა დედაქალაქის მერის მისამართით, „ლელოს" ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებას.

„რაც შეეხება დღევანდელ „ამნისტიის კანონს“, მეგონა, თქვენ დაგვასწრებდით და იტყოდით, ძალიან მაგარია და გვერდით დავუდგებიო. ამის მაგივრად, დაიწყეთ გაუგებარი პრეტენზიების წამოყენება. თბილისი როდის გიყვარდათ, ბატონო მამუკა? როდესაც დედაქალაქს თხოვდით, სატყეო ზონიდან 5 ათასი სამშენებლო ზონად გაგეკეთებინათ? მაშინ გიყვარდათ ალბათ თბილისი. თუ მაშინ გიყვარდათ, როდესაც თქვენი სათავო ოფისის მშენებლობისთვის ნაგვით აავსეთ ხევები? ნუ ეცდებით ამის უარყოფას, ჯარიმები მაქვს აგერ მოტანილი. ამას თუ გიმალავენ, მაშინ გამოდით და თქვით, რომ ვერ მართავთ კომპანიას. ნაგვით ავსებდით ხევებს ვაშლიჯვარში, დღეს რომ პრობლემა გვაქვს. ორმაგი სტანდარტი მიუღებელია ჩემთვის და ჩემი კოლეგებისთვის, ამას არ გაგიტარებთ. თუ მაშინ გიყვარდათ თბილისი, როდესაც რეკრეაციული ზონიდან ითხოვდით საცხოვრებელი ზონის აშენებას და 41 000 კვადრატით მეტი ააშენეთ?,– ასე მიმართა ზარქუამ ფრაქცია მამუკა ხაზარაძეს. 

ირაკლი ზარქუას განცხადებით, დღეს ვერავინ ააშენებს კორპუსებს სტადიონებზე და რეკრეაციულ სივრცეებში.

„კალაძის მერობის პერიოდში დედაქალაქმა განვითარების გენერალური გეგმა მიიღო. თქვენ მიერ მოწონებულმა სააკაშვილმა კი სატყეო ზონა გააქრო და რისი დამსახურებაც იყო, რომ ტყე გაყიდულია, რაც ჩვენ დავუბრუნეთ. სატყეო ზონა, 138 მილიონი კვადრატი არის ახლა რუკაზე. რეკრეაციული ზონა, 4 მილიონით გაიზარდა, სწორედ კახა კალაძის დამსახურებით, საკრებულოს შუამდგომლობით და გვერდით დგომით“, – აღნიშნა დეპუტატმა.