ამირან გამყრელიძე: ივლისიდან საქართველოში 3 600 000 დოზა 4 დასახელების ვაქცინა შემოვა
img
  • 11 ივნისი, 2021 20:20


ამირან გამყრელიძე: ივლისიდან საქართველოში 3 600 000 დოზა 4 დასახელების ვაქცინა შემოვა

ფონტის ზომა

TT




"ქვეყანაში ივლისიდან არსებობს უკვე ვაქცინების გარანტირებული შემოსვლის გრაფიკი და გარანტირებული კონტრაქტები, რომ 4 თვის განმავლობაში - ივლისი, აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი ქვეყანაში შემოვა 3 600 000 დოზა 4 დასახელების ვაქცინა",- განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ. 

გამყრელიძემ მესამე, ე.წ. ბუსტერის დოზის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მეცნიერთა უმრავლესობა  ვაქცინის მესამე დოზის გაკეთებას ემხრობა,რადგან ის იმუნიტეტს გაახანგრძლივებს. 

გამყრელიძე მოსახლეობას რეგულაციების დაცვისა და ვაქცინაციისკენ მოუწოდებს, ვირუსის მეოთხე ტალღის თავიდან ასაცილებლად.