თალაკვაძე: საქართველოს მთავრობამ, ირაკლი ღარიბაშვილის ლიდერობით, ისტორიული როლი შეასრულა რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების ხელშესაწყობად
img
  • 14 ივნისი, 2021 12:25


თალაკვაძე: საქართველოს მთავრობამ, ირაკლი ღარიბაშვილის ლიდერობით, ისტორიული როლი შეასრულა რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების ხელშესაწყობად

ფონტის ზომა

TT




"მნიშვნელოვანია, რომ სტრატეგიულმა პარტნიორებმა სწორედ საქართველო და მისი ხელისუფლება დაინახეს მედიატორად, სომხეთ-აზერბაიჯანის ამ რთული პრობლემის მოსაგვარებლად", - წერს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე. 

"საქართველოს მთავრობამ, ირაკლი ღარიბაშვილის ლიდერობით, ისტორიული როლი შეასრულა რეგიონში მშვიდობის და უსაფრთხოების ხელშესაწყობად. საქართველოს მზადყოფნა აზერბაიჯანსა და სომხეთთან ერთად მშვიდობიანი და უსაფრთხო რეგიონის უზრუნველყოფაში დასავლეთმა სათანადოდ შეაფასა", - წერს თალაკვაძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აქტიური ფასილიტაციითა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებლის -  ფილიპ რიკერის ჩართულობით, აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა.