ნატო-ს ბრიუსელის ფორუმზე ირაკლი ღარიბაშვილი, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, წამყვან სპიკერად არის დასახელებული
img
  • 14 ივნისი, 2021 13:29


ნატო-ს ბრიუსელის ფორუმზე ირაკლი ღარიბაშვილი, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, წამყვან სპიკერად არის დასახელებული

ფონტის ზომა

TT




საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2021 წლის 14-18 ივნისს მიმდინარე ნატო-ს სამიტის ფარგლებში ბრიუსელის ფორუმი გაიმართება.

ფორუმის ვებგვერდზე გამოქვეყნდა ღონისძიების დღის წესრიგი, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წამყვან სპიკერად არის დასახელებული ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან და მსოფლიო ლიდერებთან (მათ შორის - თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანთან, კანადის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრუდოსთან, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან, ბელგიის პრემიერ-მინისტრ ალექსანდერ და კრუსთან, ესტონეთის პრემიერ-მინისტრ კაია კალასთან, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისთან, სლოვაკეთის პრეზიდენტ ზუზანა ჩაპუტოვასთან) ერთად.

უწყების ცნობით, ღონისძიებაში, რომელიც თემატური პანელებისგან შედგება, საქართველოს მთავრობის მეთაური სიტყვით გამოვა პანელზე, სახელწოდებით - Investing in Resilience, რომლის ფარგლებშიც ყურადღება გამახვილდება ნატო-ს მოკავშირეებს შორის მდგრადობის ინტეგრირებულ და კოორდინირებულ მიდგომაში ინვესტირების მნიშვნელობაზე.