თურნავა "ნამახვანჰესზე": "პროცესი მიმდინარეობს ჯანსაღად. ახლა მთავარია, ვნებათაღელვა დაცხრეს და ყველანი გადავიდეთ კონსტრუქციულ რეჟიმში“
img
  • 14 ივნისი, 2021 15:49


თურნავა "ნამახვანჰესზე": "პროცესი მიმდინარეობს ჯანსაღად. ახლა მთავარია, ვნებათაღელვა დაცხრეს და ყველანი გადავიდეთ კონსტრუქციულ რეჟიმში“

ფონტის ზომა

TT




„ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით მედიაციის პროცესი დაიწყო. მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს დეესკალაცია ხეობაში, ნორმალურ პირობებსა და ცხოვრებას უნდა დაუბრუნდეს ხეობა. ეს ჩვენი დიდი სურვილია“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, სახელმწიფოს მხრიდან ნაბიჯები გადადგმულია და პასუხისმგებლობა იმ ადამიანებმაც უნდა აიღონ, ვინც ხეობაში ჰესის მშენებლობას აპროტესტებს. 

„იცით, რომ პარალელურად მიმდინარეობს მოლაპარაკება თურქულ კომპანიასთან. მათი კეთილი ნებაც არის, რომ პირობები გაუმჯობესდეს, მათ შორის, თუნდაც, იჯარით გადაცემული მიწების ხანგრძლივობა გადაიხედოს, რაც არაერთგვაროვნად იყო აღქმული საზოგადოებაში, მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობას სრულად შეესაბამება და ჩვენ ამას ვხედავთ. ჩვენ ვმუშაობთ, რომ წუხილი გაუმჯობესებული ფორმით იყოს ასახული კონტრაქტში.

ასე რომ, პროცესი მიმდინარეობს ჯანსაღად. ახლა მთავარია, ვნებათაღელვა დაცხრეს და ყველანი გადავიდეთ მშვიდობიან, კონსტრუქციულ რეჟიმში“, – აღნიშნა თურნავამ.