ელჩი დეგნანი ციცაგიანთკარის წყალმომარაგების პროექტზე: "ესაა არაჩვეულებრივი მაგალითი იმისა, თუ რისი მიღწევაა შესაძლებელი, როდესაც საქართველოს მეგობრები ერთიანდებიან"
img
  • 14 ივნისი, 2021 17:04


ელჩი დეგნანი ციცაგიანთკარის წყალმომარაგების პროექტზე: "ესაა არაჩვეულებრივი მაგალითი იმისა, თუ რისი მიღწევაა შესაძლებელი, როდესაც საქართველოს მეგობრები ერთიანდებიან"

ფონტის ზომა

TT




„ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს აქ ვიმყოფებით და აღვნიშნავთ სასმელი წყლის პროექტის წარმატებით განხორციელებას გორის მუნიციპალიტეტში“, - განაცხადა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა ციცაგიანთკარში წყლის ახალი სისტემის მოწყობასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, წყალმომარაგების პროექტი არაჩვეულებრივი მაგალითია იმისა, თუ რისი მიღწევაა შესაძლებელი, როდესაც საქართველოს მეგობრები: აშშ, იტალია, ეუთო ერთიანდებიან ადგილობრივ და რეგიონულ თვითმმართველობასთან თანამშრომლობით და აკეთებენ ისეთ სასარგებლო პროექტს, რომლის შედეგადაც 144 ოჯახს ექნება ხელმისაწვდომობა სუფთა წყალზე.

როგორც ელჩმა აღნიშნა,  ეს მნიშვნელოვანია ადგილობრივი მცხოვრებლების ჯანმრთელობისა და ცხოვრების დონის ამაღლებისთვის.