ირაკლი ღარიბაშვილი ნაფტალი ბენეტს ისრაელის პრემიერ-მინისტრად დანიშვნას ულოცავს
img
  • 14 ივნისი, 2021 17:34


ირაკლი ღარიბაშვილი ნაფტალი ბენეტს ისრაელის პრემიერ-მინისტრად დანიშვნას ულოცავს

ფონტის ზომა

TT




პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნაფტალი ბენეტს ისრაელის პრემიერ-მინისტრად დანიშვნას ულოცავს. 

„გილოცავთ და წარმატებებს გისურვებთ! საქართველოსა და ისრაელს 26-საუკუნოვანი უნიკალური მეგობრობა და საერთო კულტურული მემკვიდრეობა აკავშირებს.

მოუთმენლად ველი თქვენთან მჭიდრო თანამშრომლობას, რათა ჩვენი ძმური ერების წარმატებისთვის ძლიერი პარტნიორობა განვამტკიცოთ და გავაღრმაოთ“, - წერს ღარიბაშვილი „ტვიტერში“.