თამარ გაბუნია: "საქართველოში ვაქცინაციის პროგრამა ივლისიდან გაფართოვდება"
img
  • 15 ივნისი, 2021 12:00


თამარ გაბუნია: "საქართველოში ვაქცინაციის პროგრამა ივლისიდან გაფართოვდება"

ფონტის ზომა

TT




"საკოორდინაციო საბჭომ ვაქცინაციის პროგრამის გაფართოების ოპერაციული გეგმა განიხილა“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

მისივე თქმით,  ივლისიდან ვაქცინაციის პროგრამის გაფართოება მოხდება როგორც თბილისში, ისე რეგიონებში - იმ დოზების ხარჯზე, რის მიღებასაც ქვეყანა ზაფხულში და ზაფხულის შემდეგ ელოდება.

„ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება ვაქცინაციისთვის ადგილების შექმნა და სამედიცინო დაწესებულებების ბრიგადების კიდევ დამატება, ასევე, საზოგადოებრივ სივრცეებში ვაქცინაციის ცენტრების მოწყობა“, – აღნიშნა გაბუნიამ.