პაპუაშვილი „სამართლიან არჩევნებზე“: "სამწუხაროა, რომ ამ ორგანიზაციამ საკუთარ სიტყვას ფასი დაუკარგა"
img
  • 15 ივნისი, 2021 14:20


პაპუაშვილი „სამართლიან არჩევნებზე“: "სამწუხაროა, რომ ამ ორგანიზაციამ საკუთარ სიტყვას ფასი დაუკარგა"

ფონტის ზომა

TT




“საარჩევნო რეფორმის წარმოდგენილი ცვლილებები არ არის საკმარისი საკანონმდებლო ჩარჩოსა და პოლიტიკური გარემოს რეალური გაუმჯობესებისათვის”, – ამბობს “სამართლიანი არჩევნები” - ორგანიზაცია, რომელიც ერთი თვე უმალავდა ამომრჩევლებს, რომ მათ მიერ გამოქვეყნებული პარალელური დათვლის შედეგები მცდარი იყო (და რომლითაც ოპოზიცია არჩევნებს გაყალბებულად აცხადებდა)", - წერს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი შალვა პაპუაშვილი "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე.

"დღემდე, გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტის დარღვევით, არ პასუხობს ჩვენს კითხვებს და არ ასაჯაროებს იმ 8% უბნების სიას, რომელზეც, მათი მტკიცებით, მეტობით დისბალანსი დაფიქსირდა. სამწუხაროა, რომ ამ ორგანიზაციამ საკუთარ სიტყვას ფასი დაუკარგა,” - წერს პაპუაშვილი.