პრეზიდენტი: "მივესალმები ნატო-ს განახლებულ და მტკიცე ვალდებულებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ"
img
  • 15 ივნისი, 2021 14:40


პრეზიდენტი: "მივესალმები ნატო-ს განახლებულ და მტკიცე ვალდებულებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ"

ფონტის ზომა

TT




საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ნატო-ს კომუნიკეს ეხმაურება.

„მივესალმები ნატო-ს განახლებულ და მტკიცე ვალდებულებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, შავი ზღვის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის, ასევე ღია კარის პოლიტიკის მიმართ. ინტეგრაციისკენ მიმავალი ჩვენი გზა ნათელია და ძლიერდება ჩვენი პარტნიორების სოლიდარობით“, – წერს ზურაბიშვილი.

ცნობისთვის: ბრიუსელის ნატო-ს სამიტის შემდეგ გამოქვეყნებულ დასკვნით დოკუმენტში გამოხატულია მხარდაჭერა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.