ჯეიმს აპატურაი: "სამიტზე, დახურულ კარს მიღმა, ალიანსის ბევრმა ლიდერმა საქართველოს თემა წამოჭრა"
img
  • 16 ივნისი, 2021 14:39


ჯეიმს აპატურაი: "სამიტზე, დახურულ კარს მიღმა, ალიანსის ბევრმა ლიდერმა საქართველოს თემა წამოჭრა"

ფონტის ზომა

TT




„გამოვყოფდი სამ მომენტს: პირველი, სამიტზე იყო მკაფიო და ღია ტექსტი, რომ ნატო-ს წევრი ქვეყნები ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების ერთგულები არიან და საქართველო გახდება ნატო-ს წევრი. ადრეც მითქვამს, რომ ადვილია, არ თქვან ეს, მაგრამ ლიდერები ყოველთვის ხაზგასმით აღნიშნავენ და წერენ დეკლარაციაში, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი“, - განაცხადა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ქრონიკაში“, სადაც მან ნატო-ს სამიტი შეაჯამა.

„მეორე: დეკლარაციის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო ღია კარის პოლიტიკას. ორგანიზაცია შემდგომშიც გაფართოვდება და ახალი წევრებით გაძლიერდება.

მესამე: უაღრესად სასიამოვნო, საჭირო და მისასალმებელი იყო, რომ სამიტზე, დახურულ კარს მიღმა, ალიანსის ბევრმა ლიდერმა წამოჭრა საქართველოს თემა და ისაუბრა საქართველოზე.

ეს ეხებოდა საქართველოს მხარდაჭერას, თანამშრომლობის გაღრმავებას, დახმარებას - ქვეყანა დაუახლოვდეს ნატო-ს წევრობას. ეს არ იყო სამიტის დღის წესრიგის სპეციფიკური თემა, მაგრამ ლიდერები საუბრობდნენ საქართველოზე. მე არ შემიძლია კონკრეტულად დასახელება, რადგან ეს იყო დახურული შეხვედრა. მე მოხარული ვიყავი ლიდერების საქართველოზე საუბრით. ეს ნიშნავს, რომ ნატო-ს წევრი ქვეყნები ფიქრობენ, ზრუნავენ და საქართველოს გვერდით დგანან.

უკრაინა ქმნის მედიის ახალ ამბებს, პრესაში სათაურები უკრაინაზე ჭარბობს, რადგან მიმდინარე კონფლიქტია, მაგრამ რამდენჯერაც სამიტზე იყო საუბარი უკრაინაზე, იმდენჯერვე იყო საქართველო ნახსენები. ეს ნიშნავს, რომ საქართველო ჩვენს დღის წესრიგშია.

სამიტის გარდა, ასევე შემიძლია გითხრათ, რომ ელჩები შეხვდებიან დღეს ნატო-ს გენერალურ მდივანს ალიანსის გადაწყვეტილებების იმპლემენტაციის განსახილველად და ამ განხილვის ნაწილია, თუ რა შეიძლება გავაკეთოთ საქართველოსთვის. უკვე გვაქვს ძალიან ბევრი საინტერესო იდეა და, სამწუხაროდ, ჯერ არ შემიძლია ამაზე საუბარი. გეტყვით, რომ ძალიან არსებითია და გაამყარებს მეტ ნატო-ს საქართველოში. ჩვენ ქართველ მეგობრებს ვესაუბრებით, მათთან ერთად განვიხილავთ და მინდა დაგარწმუნოთ, რომ ქართველები იხილავენ მეტ ნატო-ს საქართველოში“, - განაცხადა აპატურაიმ.