თამარ გაბუნია: "დღეს დაემატა ორი სასტუმრო და მიდის მუშაობა, რათა კიდევ დაემატოს. მსუბუქი შემთხვევების ჰოსპიტალიზაცია სრულიად გაუმართლებელია"
img
  • 21 ივლისი, 2021 12:28


თამარ გაბუნია: "დღეს დაემატა ორი სასტუმრო და მიდის მუშაობა, რათა კიდევ დაემატოს. მსუბუქი შემთხვევების ჰოსპიტალიზაცია სრულიად გაუმართლებელია"

ფონტის ზომა

TT




„დღესაც გვიჩვენებს ეპიდემიური ანალიზი, რომ შემთხვევების რაოდენობა მაღალი რჩება. 2415 შემთხვევა დაფიქსირდა ბოლო 24 საათის განმავლობაში. სამწუხაროდ, გარდაცვალების მაჩვენებელი გვაქვს 26. 6 ათასამდე საწოლია მობილიზებული“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.

მისივე თქმით, გუშინ მოხდა საწოლების დამატება და, ასევე, მობილიზებულია ბავშვთა საწოლები.

„გარკვეული შეფერხება არის სასტუმროებში პაციენტების გადაყვანასთან დაკავშირებით. არის ბევრი მსუბუქი, უსიმპტომო შემთხვევა, რომელსაც არ სჭირდება ჰოსპიტალიზაცია, ამიტომ დამატებით ხდება სასტუმროების მობილიზებაც. დღეს დაემატა  ორი სასტუმრო და მიდის მუშაობა ტურიზმის დეპარტამენტთან იმისთვის, რომ კიდევ დაემატოს, რადგან სრულიად გაუმართლებელია მსუბუქი შემთხვევების ჰოსპიტალიზაცია და არც ჰოსპიტალური სექტორი იძლევა ამის შესაძლებლობას“, - განაცხადა გაბუნიამ.