თამარ გაბუნია: "ვინც Covid-19 გადაიტანა, შეუძლია, ერთი თვის შემდეგ აიცრას"
img
  • 21 ივლისი, 2021 13:19


თამარ გაბუნია: "ვინც Covid-19 გადაიტანა, შეუძლია, ერთი თვის შემდეგ აიცრას"

ფონტის ზომა

TT




„ყველა ადამიანს, ვინც გადაიტანა კორონავირუსი, ერთი თვის შემდეგ ექნება შესაძლებლობა, დარეგისტრირდეს და აიცრას“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.

მისივე თქმით, შესაბამისი ბრძანების მომზადება მიმდინარე კვირის ბოლომდე დასრულდება.

„ვინაიდან პირველ ეტაპზე ქვეყანაში გვქონდა ვაქცინების მცირე დოზები, შემოვიღეთ 120-დღიანი ინტერვალი.

დღეს ეს პრობლემა აღმოფხვრილია და, ამდენად, ეს ინტერვალი შემცირდება 30 დღემდე - როგორც არის ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრების მიერ გაცემული რეკომენდაცია.

საკოორდინაციო საბჭოსა და იმუნიზაციის საბჭოზე გადაწყვეტილება მიღებულია. ექსპერტების ჯგუფი მხარს უჭერს. ვფიქრობ, ორშაბათიდან რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება ამ ჯგუფისთვისაც“, - განაცხადა გაბუნიამ.