გამყრელიძე: "ეპიდსიტუაციის გაუარესებას გააჩერებს ორი რამ - წესების დაცვა და აცრა"
img
  • 21 ივლისი, 2021 14:48


გამყრელიძე: "ეპიდსიტუაციის გაუარესებას გააჩერებს ორი რამ - წესების დაცვა და აცრა"

ფონტის ზომა

TT




დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის - ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება გაუარესებულია.

მან ყურადღება გაამახვილა დახურულ სივრცეში პირბადის ტარების აუცილებლობასა და ვაქცინაციის მნიშვნელობაზე.

„საშიშროება სერიოზულია, ამიტომ ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ ეპიდსიტუაცია მძიმდება. ჩვენ შევდივართ სერიოზულ ტალღაში. დღევანდელი და გუშინდელი მონაცემები იმეორებს იმას, რაც მაისის პიკში, ასევე, ნოემბრის დასაწყისში გვქონდა. "დელტა" შტამით ინფიცირებულია 30-40% და ძალიან სწრაფად იზრდება.

უნდა დავიცვათ ყველა რეკომენდაცია, პირველ რიგში, ვატაროთ პირბადე დახურულ სივრცეებში. ასევე, შემოდის რეგულაცია პირბადის ღია სივრცეებში ტარებაზე იქ, სადაც ვიკრიბებით.

დღევანდელი ეპიდსიტუაციის გაუარესებას გააჩერებს ორი რამ – წესების დაცვა (თავი შევიკავოთ ქორწილებზე, ჭირის სუფრებზე, დიდ დაბადების დღეებზე, კონცერტებზე მისვლისგან) და აცრა", – განაცხადა გამყრელიძემ.