პაპუაშვილი: "კალაძე არის თბილისის საუკეთესო მერი და 2 ოქტომბრის არჩევნებსაც ის მოიგებს"
img
  • 21 ივლისი, 2021 15:08


პაპუაშვილი: "კალაძე არის თბილისის საუკეთესო მერი და 2 ოქტომბრის არჩევნებსაც ის მოიგებს"

ფონტის ზომა

TT




საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი შალვა პაპუაშვილი „ქართული ოცნების“ მიერ თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძის წარდგენას გამოეხმაურა.  

"თბილისმა იგრძნო, რას ნიშნავს მზრუნველი მერი. ეს იგრძნო გარემოზეც. მაგალითისთვის: იცით, რომ ჰაერის დაბინძურება ქალაქში 25 %-ით არის შემცირებული. ვხედავთ იმასაც, თუ როგორ იმატებს გამწვანებული სივრცეები თბილისში, როგორ გადაეწყო სატრანსპორტო სისტემაც. ეს ის საკითხებია, რაც ხილულია თვალით და კიდევ ბევრი რამ არის კომუნიკაციების გამართვის კუთხით გაკეთებული, რასაც ასე ზედაპირულად, თვალით ვერ ვხედავთ. ამიტომ კახა კალაძე არის თბილისის საუკეთესო მერი და, შესაბამისად, ის იქნება შემდეგი წლებიც და 2 ოქტომბრის არჩევნებს ის მოიგებს", - განაცხადა პაპუაშვილმა.