გია ვოლსკი: "როცა დესტრუქციაზე, აგრესიასა და დაპირისპირებაზეა საუბარი, ამის რესურსი ნამდვილად აქვთ ჩვენს ოპონენტებს, მათ შორის - ნიკა მელიას"
img
  • 21 ივლისი, 2021 16:44


გია ვოლსკი: "როცა დესტრუქციაზე, აგრესიასა და დაპირისპირებაზეა საუბარი, ამის რესურსი ნამდვილად აქვთ ჩვენს ოპონენტებს, მათ შორის - ნიკა მელიას"

ფონტის ზომა

TT




„პოლიტიკური სუბიექტები, რომლებიც გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტად მოიაზრებოდნენ, ხვდებიან, რომ ასეთი სადისტური მმართველობის გამეორება და ამ თემის ჩრდილში მოქცევა შეუძლებელი იქნება“, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.

მისივე თქმით, პოლიტიკური გადარჩენისთვის საკუთარი პროგრამის წარმოჩენაა საჭირო, და ეს ეხება კონკრეტულ ადამიანებს.

„ვფიქრობ, მათი მთავარი იარაღი კვლავ დესტრუქცია და დეზინფორმაციის გავრცელება იქნება. მნიშვნელოვანია, რომ მედიამ სწორი ინფორმაციის მოპოვებასა და გავრცელებაზე იმუშაოს, რის დიდ სურვილსაც ვერ ვხედავ. დედაქალაქში იმდენი რამეა გაკეთებული, რომ საზოგადოებას ამასთან დაკავშირებით თავის აზრი აქვს. როცა დესტრუქციაზე, აგრესიასა და დაპირისპირებაზეა საუბარი, ამის რესურსი ნამდვილად აქვთ ჩვენს ოპონენტებს, მათ შორის - ნიკა მელიას.

არ შეიძლება, „ნაცმოძრაობის“ კანდიდატს დაუდგე მაშინ, როცა ზუსტად იციან, რომ სისხლიანი დანაშაულები აქვთ ჩადენილი“, – განაცხადა ვოლსკიმ.