საგარეო უწყება: "სამწუხარო სპეკულაციაა, თითქოს 8-9 აგვისტოს იგეგმებოდა პრემიერის ვიზიტი ესტონეთსა და ლატვიაში"
img
  • 04 აგვისტო, 2021 11:58


საგარეო უწყება: "სამწუხარო სპეკულაციაა, თითქოს 8-9 აგვისტოს იგეგმებოდა პრემიერის ვიზიტი ესტონეთსა და ლატვიაში"

ფონტის ზომა

TT




„სამწუხარო სპეკულაციაა, თითქოს 8-9 აგვისტოს იგეგმებოდა პრემიერის ვიზიტი ესტონეთსა და ლატვიაში. ამ თარიღებში ვიზიტი ვერ დაიგეგმებოდა, რადგანაც ეს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თარიღია ჩვენი ქვეყნისთვის“, - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

„მეგობარ და პარტნიორ სახელმწიფოებში მაღალი დონის ვიზიტებზე (პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე და სხვა) საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობს მთელი წლის განმავლობაში, მათ შორის, ბუნებრივია, ბალტიის სახელმწიფოებში, რომლებიც საქართველოს აქტიური მხარდამჭერი და მეგობრები არიან.

ზოგადად, არსებული პრაქტიკით, მაღალი დონის ვიზიტების შესახებ საზოგადობას ეცნობება ვიზიტის დაგეგმვის პროცესში, მხარეებს შორის თარიღის შეთანხმების შემდეგ“, – აღნიშნავენ უწყებაში.