პრემიერი ჩანაწერებზე: "ხალხმა ძალიან კარგად იცის, როგორ ანტიეროვნულ და ანტიეკლესიურ, ანტისახელმწიფოებრივ ძალასთან აქვს საქმე „ნაციონალური მოძრაობის“ სახით"
img
  • 14 სექტემბერი, 2021 13:22


პრემიერი ჩანაწერებზე: "ხალხმა ძალიან კარგად იცის, როგორ ანტიეროვნულ და ანტიეკლესიურ, ანტისახელმწიფოებრივ ძალასთან აქვს საქმე „ნაციონალური მოძრაობის“ სახით"

ფონტის ზომა

TT




პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენის თაობაზე ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ მასალებს სახელმწიფოსა და ეკლესიის მიმართ ბინძურ პროვოკაციად აფასებს.

როგორც მთავრობის მეთაურმა „ქართული ოცნების“ კასპის მერობის კანდიდატის წარდგენისას აღნიშნა, ხალხმა ძალიან კარგად იცის, როგორ ანტიეროვნულ და ანტიეკლესიურ, ანტისახელმწიფოებრივ ძალასთან აქვს საქმე „ნაციონალური მოძრაობის“ სახით.

„არაერთხელ გვითქვამს, რომ „ნაციონალური მოძრაობისა“ და სააკაშვილის მჩაგვრელი, ბოროტი ძალის ერთ-ერთი მთავარი მიზანი და ამოცანა იყო სწორედ მთავარი ინსტიტუციების დისკრედიტაცია, როგორიც არის ეკლესია, თვითონ ჩვენი პატრიარქი, მღვდელმთავრები, მამები და ზოგადად, მთელი სასულიერო პირები. ამას გარდა, ჩვენ ვნახეთ, როგორი შეტევა განახორციელეს თუნდაც ერთ-ერთი მთავარი, მნიშვნელოვანი სახელმწიფო უწყების - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინააღმდეგ, როგორი ბინძური პროვოკაცია დაგეგმეს. მათი მუდმივი, პერმანენტული ბრძოლა ჯარის წინააღმდეგ, პოლიციის წინააღმდეგ, სასამართლოს წინააღმდეგ, ანუ ყველა ავტორიტეტული ინსტიტუციის წინააღმდეგ ხდება იმიტომ, რომ მოახდინონ დემორალიზება და სისტემის დისკრედიტირება. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად გვაქვს გააზრებული. ჩვენმა მოსახლეობამ 9 წლის წინ ამ ადამიანების ჩაგვრასა და მათ მავნებლურ, ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკას უარი უთხრა საბოლოოდ. ეს უარი დასტურდება 7 არჩევნების მეშვეობით და 7 არჩევნებში დადასტურდა ეს ვერდიქტი, რომელიც ქართველმა ხალხმა გამოიტანა.

რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად ვიცით, რა მიზანს ემსახურება აღნიშნული პროვოკაცია, მაგრამ ჩვენ ძალიან მშვიდად უნდა მივიდეთ არჩევნებზე, ძალიან ძლიერად გავიმარჯვოთ და მტკიცედ გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის მართვა და მისი განვითარება“, - აღნიშნა პრემიერმა.