თურნავა: "მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების" რეიტინგში მე-5 ადგილზე დაწინაურება ნიშნავს, რომ ეკონომიკური თავისუფლების ხარისხი საქართველოში საკმაოდ მაღალია"
img
  • 14 სექტემბერი, 2021 14:02


თურნავა: "მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების" რეიტინგში მე-5 ადგილზე დაწინაურება ნიშნავს, რომ ეკონომიკური თავისუფლების ხარისხი საქართველოში საკმაოდ მაღალია"

ფონტის ზომა

TT




ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიის მიერ დღეს გამოქვეყნებული რეიტინგი შეაფასა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ფრეიზერის ინსტიტუტის „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ 2021 წლის რეიტინგში საქართველო მე-5 ადგილზე დაწინაურება და ქულის გაუმჯობესება ნიშნავს, რომ ეკონომიკური თავისუფლების ხარისხი საქართველოში საკმაოდ მაღალია.

„ეს მართლაც არის ის მონაპოვარი, რომელიც ჩვენმა გუნდმა მოიტანა – ბიზნესის თავისუფლება, მეწარმეობის თავისუფლება, კერძო საკუთრების პატივისცემა. ძალიან სასიხარულოა, რომ მიუკერძოებელი საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიები ამას ძალიან ადეკვატურად აფასებენ“, – აღნიშნა თურნავამ.

ცნობისთვის: „ფრეიზერის ინსტიტუტის“ 2021 წლის „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგში საქართველო სამი პოზიციით დაწინაურდა და მერვედან მეხუთე პოზიციაზე გადაინაცვლა 8.26 ქულით. რეიტინგი ქვეყნებს ხუთი ძირითადი ინდიკატორით აფასებს. წელს საქართველომ, გასულ წელთან შედარებით, 5-დან 3 ინდიკატორში გაიუმჯობესა მდგომარეობა: „მთავრობის ზომა“; „სამართლებრივი სისტემისა და საკუთრების უფლებების დაცვა“ და „საერთაშორისო ვაჭრობის თავისუფლება“.