მდინარაძე: "ჩვენი ინფორმაციით, მომდევნო დღეებში „ნაცმოძრაობა“ პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების თუ მათი ფაბრიკაციის გავრცელებას გეგმავს"
img
  • 14 სექტემბერი, 2021 16:02


მდინარაძე: "ჩვენი ინფორმაციით, მომდევნო დღეებში „ნაცმოძრაობა“ პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების თუ მათი ფაბრიკაციის გავრცელებას გეგმავს"

ფონტის ზომა

TT




„გვაქვს ინფორმაცია, რომ „ნაციონლური მოძრაობის“ კუთვნილი პარტიული ტელეკომპანიების მიერ გუშინდელი დღიდან აგორებული ბოლშევიკური კამპანია ემსახურება ფონის შემზადებას პირადი ცხოვრების ამსახველი გარკვეული ჩანაწერების თუ მათი ფაბრიკაციის გავრცელებისათვის, რომლის ინტერნეტში ატვირთვა, ჩვენი ინფორმაციით, მომდევნო დღეებში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ქვეყნის ფარგლებს გარეთ იგეგმება“, - განაცხადა დღევანდელ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, ჩანაწერები უკავშირდება საჯარო პირებს და წინასაარჩევნოდ საზოგადოებაში მღელვარების გამოწვევას ისახავს მიზნად.

„ჩანაწერის შინაარსიდან გამომდინარე, რაც ჩვენთვის ცნობილია (ხოლო ბოლშევიკური აზროვნების მქონე ადამიანებს შეიძლება თავში აზრად მოუვიდეთ მათი გავრცელება), კატეგორიულად ვაფრთხილებთ ყველას, თავი შეიკავონ აღნიშნული ქმედებისგან. ამასთან, დარწმუნებული ვართ, თუ ისინი ამგვარ სიბინძურეს იკადრებენ და ჩანაწერებს გაავრცელებენ, საზოგადოებრივი მღელვარების და რისხვის ობიექტი სწორედ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი თანამზრახველები გახდებიან.

მოვუწოდებთ სამართალდამცველ ორგანოებს, მიიღონ ყველა ზომა ამ საქმის ჯეროვნად გამოსაძიებლად და საზოგადოებისთვის სრული ინფორმაციის მისაწოდებლად“, – განაცხადა მდინარაძემ.